მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ მიიღებენ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აცრის შემთხვევაში 200-ლარიან დანამატს?

სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტებისა და სხვა საჭიროებებისთვის 500-ლარიან ვაუჩერს 2022 წლის იანვრიდან მიიღებენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ლევან გოგოძის განცხადებით, პენსიონერებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, პირველ ეტაპზე, კუთვნილი თანხა 15-დან 20 ნოემბრის ჩათვლით, „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დაერიცხებათ.

დაანგარიშების მომდევნო თარიღი 1-ლი დეკემბერი იქნება.

რაც შეეხება 60-დან 65 წლამდე მამაკაცებს, რომლებიც საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან, სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ყველა მათგანის სახელზე სოციალური ანგარიში გაიხსნება.

ამრიგად, 60-65 წლის მამაკაცები კუთვნილი თანხის მიღებას „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში, პირადობის მოწმობით, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეძლებენ. 

გამომდინარე იქიდან, რომ კამპანია 31 დეკემბრამდე გრძელდება და თარიღები საახალწლო დასვენების დღეებს ემთხვევა, 28-29-30-31 დეკემბერს აცრილი მოქალაქეები საპენსიო დანამატს უკვე 2022 წლის იანვრის დასაწყისში მიიღებენ.

ამავდროულად, 60 წლის ან ზემოთ მოქალაქე, რომელიც უკვე აცრილია პირველი დოზით ან სრულად ვაქცინირებულია და „ბუსტერ დოზას“ იკეთებს, ერთჯერად დანამატს ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც პირველადი დოზით 8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებიან.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ სად უნდა აიღონ მოქალაქეებმა მწვანე პასპორტი?

რა შემთხვევაში გაქვთ მწვანე სტატუსი, რომელ ობიექტებზე ამოქმედდება „მწვანე პასპორტი“, სად შეიძლება მწვანე სტატუსის შემოწმება და სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი