მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის დაექვემდებარება საქართველოში პანდემია კონტროლს - ივანე ჩხაიძის განმარტება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1631881817
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, წლის ბოლომდე საქართველოში კიდევ 1,1 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას, იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემია კონტროლს დაექვემდებაროს.

„თუ მთავარ სამიზნედ 1,696 მლნ ადამიანს ავირჩევთ, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. შეგვიძლია ამას უკვე გამოვაკლოთ, დღეისთვის ვაქცინირებული, უხეშად რომ ვთქვათ, 700 000 ადამიანი. ანუ ჩვენ დღეს გეგმა გვაქვს რომ 1,1 მილიონი ადამიანი წლის ბოლომდე ორჯერ აიცრას.

ვაქცინაცია საჭიროა იმისთვის, რომ არ მივიღოთ კორონავირუსის ახალი ვარიანტი და მეორე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ამ რიცხვის მიღწევა უკვე მოგვცემს საშუალებას ვთქვათ, რომ პანდემია კონტროლს დაექვემდებარა. ეს ნიშნავს ინფიცირების და გარდაცვალების ნაკლებ შემთხვევებს, რისთვისაც საჭიროა 23-24 ათასი აცრა დღეში“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ აქვს თუ არა აზრი კოვიდგადატანილი ადამიანების აცრას? - Washingtonpost

⭕ „ავტორიტეტულია, თუმცა აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის“ - გოგინავა washington post-ის მიერ გავრცელებულ კვლევაზე

⭕ ისრაელი აცხადებს, რომ ანტივირუსულ პრეპარატს შეუძლია შეაჩეროს COVID-19