საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.
ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4682 ადამიანი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,56%, ბოლო 14 დღის - 3,77%, ბოლო 7 დღის - 3,71%-ია.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.
ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.
კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
აგრეთვე წაიკითხეთ:👇
✅„მოდერნას“ვაქცინა ეფექტურია 12–დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში - The New York Times