მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არსებული ვაქცინები წარმატებულად მოქმედებს ბრიტანულ, აფრიკულ და ინდურ შტამებზე“- ჯანმოს წარმომადგენელი

კორონავირუსი
1621868529
COVID-19

„დღეს არსებული კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინები წარმატებულად ებრძვის ეგრეთ წოდებულ ინდურ შტამს“- აღნიშნულის თაობაზე კომენტარი გააკეთა როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმაც.

პრეპარატები ქმნიან შესაბამის იმუნურ პასუხს ვირუსის სხვადასხვა ფორმაზე. სპეციალისტები დარწმუნებულნები არიან იმაში, რომ კატასტროფის წინაშე მსოფლიო და საქართველო არ დადგება.

„საქართველოს მოსახლეობა სამწუხაროდ იმდენად მცირეა, რომ რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ვირუსის ცირკულაცია ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა ასეთ მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებში ნაკლებად სავარაუდოა. ეს ალბათ უფრო მოხდება იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსის ცირკულაცია ხდება ათეულ მილიონობით ადამიანში“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერის თქმით, ვაქცინები ბრიტანული და აფრიკული შტამის წინააღმდეგ წარმატებულად მუშაობს.

„დღევანდელი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა პასუხობს არსებულ მოთხოვნებს, მაგრამ რა ხარისხით, ამაზე მსჯელობა და კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ბრიტანული შტამის ვარიანტი, რაც პირველად ბრიტანეთში დაფიქსირდა, ასევე, სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებული შტამი, უნდა აღინიშნოს, რომ ამ 2 ვარიანტზე ვაქცინა მუშაობს,“- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სიდართა დატამ.

ინფორმაციისთვის, ამირან გამყრელიძემ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება აღნიშნული შტამების ინდენტიფიკაციის, ხოლო ინდური შტამი ლაბორატორიულად საქართველოში ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, თუმცა კვლევები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️არის თუ არა იმის ალბათობა, რომ კორონავირუსის კიდევ უფრო მეტი ვარიანტი გაჩნდეს? - ჯანმოს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი (ინტერვიუ)

✔️„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია - The New York Times

✔️„ეს არ იქნება ბოლო პანდემია“- ჯანმოს დირექტორი

✔️რამდენი პროცენტით იცავს „სინოვაკი“ ადამიანებს? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება