მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 90 ბავშვიდან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა
1638259225
COVID-19

ხარისხის მართვის და პაციენტთა უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერის სალომე ღამბაშიძის ინფორმაციით, ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 90 ბავშვიდან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

მისივე თქმით, თვე-ნახევრის და ნეონატალური ასაკის ბავშვები მართვით სუნთქვას საჭიროებენ. 

„კოვიდინფიცირებული პაციენტების მომართვიანობა კვლავ მაღალი რჩება. ამ ეტაპისთვის ჩვენს დაწესებულებაში 90 ინფიცირებული ბავშვი მკურნალობს, მათგან 13 კი კრიტიკულია. 2 ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ერთი გახლავთ თვე-ნახევრის და კიდევ ერთი არის ნეონატალური ასაკის, ისინი მართვით სუნთქვას საჭიროებენ,“- აღნიშნა ღამბაშიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⚫ „ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება“ - მეან-გინეკოლოგი

⚫ „ვაქცინის მესამე დოზა ხანგრძლივად მუშაობს“ - ამირან გამყრელიძე

⚫ „ვითარება საგანგაშოა, ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია“ - მარინა ენდელაძე