მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვითარება საგანგაშოა, ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია“ - მარინა ენდელაძე

მარინა ენდელაძე
1636620600
COVID-19

„ვითარება საგანგაშოა, ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ ინფიცირებულთა მატება ამ ტემპით გაგრძელდა, კლინიკების შესაძლებლობები ამოიწურება.

„მართლაც საგანგაშო მდგომარეობაში ვართ. ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დრამატულად მაღალია. ვერ ვიტყვი, რომ იზრდება, მაგრამ განსაკუთრებულად ეს პერიოდი არის 5-6 ათასი, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. მაღალ ინფიცირებულთა რაოდენობას ემთხვევა ის, რომ სიკვდილიანობაც მაღალია.

ბევრი არის კრიტიკული, ბევრი არის მძიმე. რა განაპირობებს ამ სიმძიმეს, განაპირობებს ის, რომ უპირატესად არ არიან ვაქცინირებულები. რა თქმა უნდა, ამოიწურება კლინიკების შესაძლებლობები თუ ასე გაგრძელდა, იმიტომ, რომ მეტი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო და უკვე ძალიან გაგვიჭირდება“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „პენსიონერები, რომლებიც აიცრებიან, 200-ლარიან დანამატს მიიღებენ“ - პრემიერი

👉 „ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი“ - პრემიერი

👉 მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

👉 „რეანიმაციაში მყოფი ყველა პაციენტი არავაქცინირებულია“ - ლევან გოფოძე

👉 „ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა, ინფიცირებულთა მატებას ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამიანების კლებით“ - ივანე ჩხაიძე

👉 კორონავირუსი, გაციება, ალერგია და გრიპი - განსხვავება დაავადებებს შორის