მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინირებული ადამიანები არ წარმოადგენენ რეზისტენტული შტამების გაჩენის რეზერვუარებს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
1630322028
COVID-19

„ვაქცინირებული ადამიანები არ წარმოადგენენ რეზისტენტული შტამების გაჩენის რეზერვუარებს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

„ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში მიგზავნის კითხვებს იმასთან დაკავშირებით თურმე აცრის პროცესმა შეიძლება ხელი შეუწყოს რეზისტენტული და უფრო აგრესიული შტამების გამოჩენას, მთხოვენ იქნებ განმარტება გავაკეთო. ეს არაა მარტივად აღსაქმელი საკითხი, მაგრამ რადგან მოდაშია რთული და შეუჯერებელი თემების საჯარო განხილვები და ხალხის დაზაფრა მეც ლაკონიურად გავკადნიერდები.

ვაქცინები ითვლება ყველაზე ეფექტურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის საშუალებებად ინფექციებთან ბრძოლაში. ეს ისტორიულად დამტკიცებულია და ამაზე არ ვდაობთ.

ამავე დროს რასაკვირველია მეცნიერული, შფოთი არსებობს მსოფლიოში ვაქცინების დაბალი განაწილების და გამოყენების მაჩვენებლებს, ამავე დროს მაღალი გავრცელების არეებში ახალი შტამების გამოჩენას და შესაძლო რეზისტენტული შტამების ჩამოყალიბებას შორის. კერძოდ, საყურადღებო საკითხია, მაგრამ არა დამტკიცებული, ვაქცინაციასა და ვირუსის გავრცელების მაღალი სიჩქარის კომბინაციამ შესაძლოა შექმნას პოზიტიური სელექციური ზეწოლა რეზისტენტული შტამების წარმოქმნაზე და ჩამოყალიბებაზე.

ამ რისკების დაბალანსების და მინიმუმამდე შემცირების გზები ასე გამოიყურება:

ა) ტესტების რაოდენობის მაქსიმალური გაზრდა

ბ) კონტაქტების მოძიება და იზოლაცია

გ) რაც შესაძლებელია პოზიტიური ქეისების მაქსიმალური სექვენირება

დ) ვაქცინაციის განაწილების გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, რადგან არის დიდი შანსი ზოგიერთ ქვეყნებში მოხდეს რეზისტენტული შტამების აღმოფხვრა (ამოძირკვა) სხვაგან კი დარჩეს

ე) ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, სანამ გლობალური გავრცელება მაღალია, ყველა პირმა პირნათლად უნდა დაიცვას არაფარმაკოლოგიური ინტერვენციის სტანდარტები: პირბადე, დისტანცია, ჰიგიენა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს არის მეცნიერული განხილვის საგანი და ამის გამო მსოფლიოს არცერთ ქვეყანას იმუნიზაციის პროცესის ინიცირების ან/და მიმდინარების დროს მისი შეჩერების გადაწყვეტილება არ მიუღია. ვაქცინირებული ადამიანები არ წარმოადგენენ რეზისტენტული შტამების გაჩენის რეზერვუარებს და პირიქით მასიური და სწრაფი ვაქცინაცია ამისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა.

აქედან გამომდინარე ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და აცრების გამოყენებისკენ!

აიცერი, გიყვარდეს, დაიცავი! “- წერს კულუმბეგოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს

👉 „თრომბის განვითარების რისკი 200-ჯერ მეტია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ“

👉 „კვლევებით ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ძირითადად ჰაერში არსებული ნაწილაკებით გადადის“