მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს - კვლევა

კიბოს სკრინინგი
1630090139
COVID-19

ერთ-ერთმა უმსხვილესმა კვლევამ, რომელიც ჯერჯერობით გრძელვადიანი კოვიდის შესახებ გაკეთდა, დაადგინა, რომ ზოგიერთ პაციენტს კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციიდან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწუხებდა დაღლილობა და სუნთქვის უკმარისობა.

კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტთა ნახევარს ერთი წლის შემდეგ მაინც ახასიათებდა ერთი ან სხვა სიმპტომი, ყველაზე ხშირად დაღლილობა ან კუნთების სისუსტე.

ყოველ მესამე პაციენტს აღენიშნება ქოშინი 12 თვეზე მეტი ხნის შემდეგ და ეს რიცხვი გაიზარდა იმ ადამიანებს შორის, ვინც ვირუსის გამო მძიმედ დაავადდა.

კვლევის თანახმად, მამაკაცებთან შედარებით, აღნიშნული სიმპტომებისგან ქალები 43 პროცენტით მეტად დაზარალდნენ და ორჯერ მეტად ხშირად ჰქონდათ შფოთვა, დეპრესია.

„ლანცეტმა“კვლევასთან ერთად, გამოაქვეყნა სარედაქციო მასალაც, სადაც ნათქვამია, რომ დამტკიცებული მკურნალობის ან თუნდაც სარეაბილიტაციო მითითებების გარეშე ხანგრძლივმა კოვიდმა გავლენა იქონია ადამიანების ნორმალური ცხოვრების განახლების უნარსა და მათ შრომისუნარიანობაზე.

როგორც გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, ხანგრძლივი კოვიდის პაციენტების სრულ გამოჯანმრთელებას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდა.

მკვლევარები აკვირდებოდნენ 1,300 ადამიანს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს 2020 წლის იანვრიდან მაისამდე ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „თრომბის განვითარების რისკი 200-ჯერ მეტია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ“ - კვლევა

👉 კვლევა: „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში 8-კვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტიანია

👉 „ფაიზერის“ ვაქცინა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში არ ზრდის

👉 „კვლევებით ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ძირითადად ჰაერში არსებული ნაწილაკებით გადადის“