მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასლან ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის მუშაობის განახლების საკითხები მოსკოვში განიხილა

სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესაძლებლობა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ  სოხუმის აეროპორტის მუშაობის განახლების საკითხები მოსკოვში ვიზიტის დროს განიხილა. ბჟანია რუსეთის ტრანსპორტის მინისტრს ვიტალი საველიევს შეხვდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი იყო სოხუმის ძველი აეროპორტის აღდგენაზე და მდინარე ფსოუზე გამავალი ხიდის გარემონტების შესაძლებლობაზე. ბჟანიას განცხადებით, „სოხუმის აეროპორტის აღდგენას აფხაზეთისთვის და მისი ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“.

მოსკოვში ვიზიტის დროს ასლან ბჟანია რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს დიმიტრი პატრუშევსაც შეხვდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებს რუსეთთან საზღვარზე პრობლემებს უქმნიან

🔅 სოხუმი სალომე ზურაბიშვილს: „აფხაზეთის მოსახლეობა თქვენი ინიციატივებით გაოცებულია“