მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალია და საფრანგეთი შეთანხმდნენ 700 რაკეტის შეძენაზე საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, რომელსაც უკრაინასაც გაუგზავნიან - მედია

ASTER-30

იტალია და საფრანგეთი შეთანხმდნენ 2 მილიარდი ევროს ღირებულების 700 Aster-30 რაკეტის ერთობლივ შეკვეთაზე ფრანგულ-იტალიური SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის - ორივე ქვეყანა გეგმავს ამ სისტემის უკრაინისთვის მიწოდებას. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა l'Opinion წერს.

გამოცემა განმარტავს, რომ რაკეტების ნაწილი იტალიასა და საფრანგეთში დარჩება. რამდენი გაიგზავნება უკრაინაში, უცნობია.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ 27 იანვარს რომში ეწვია თავის იტალიელ კოლეგას, გვიდო კროზეტოს. შეხვედრაზე Aster-30-ის შესყიდვაზე შეთანხმება შედგა.

„დღეს რომში ჩვენ გავაზიარეთ საერთო ხედვა, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, დავიცვათ ხმელთაშუა ზღვა ახალი საფრთხეებისგან და გავზარდოთ ჩვენი ერთობლივი წარმოების შესაძლებლობები, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში“, - წერს ლეკორნუ.

აღნიშნულ სისტემას შეუძლია ათეულობით სამიზნის თვალყურის დევნება. ის ერთადერთი ევროპული წარმოების სისტემაა, რომელსაც შეუძლია ბალისტიკური რაკეტების დაჭერა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 აშშ-ში პოლიციამ შავკანიანი მამაკაცი სასიკვდილოდ სცემა, მემფისში საპროტესტო აქციები დაიწყო - CNN

👉 რუსეთი ვეღარ აწარმოებს საკმარის რაკეტებს მუდმივი მასიური დაბომბვისთვის - ოლექსი დანილოვი

👉 ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს, ეს მხარდაჭერა ციფრებში არის 30 ათასი გულშემატკივარი - ლაშა ფარულავა

👉 „უპირობოდ, ნიკა მელია გაიმარჯვებს ამ არჩევნებში“ - სოფო ჯაფარიძე

👉 „ქართველი არ იგულისხმება, აქ არის ლაპარაკი უკრაინაზე, არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა აუცილებელი იყო“ - ალასანია სააკაშვილის განცხადებაზე