მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს, ეს მხარდაჭერა ციფრებში არის 30 ათასი გულშემატკივარი - ლაშა ფარულავა

ლაშა ფარულავა

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს.

ფარულავას თქმით, ციფრებში ხაბეიშვილის მხარდაჭერა 30 000 გულშემატკივარს შეადგენს.

„ჩვენ 30 იანვარს, ჩვენს 30 ათას მხარდამჭერთან ერთად, მივიღებთ იმ შედეგს, რაც უნდა მივიღოთ, ეს არის პირველ ტურში გამარჯვება. ჩვენი შტაბიდან ინფორმაცია გვაქვს, რომ პირველივე ტურში დიდი მხარდაჭერით გავიმარჯვებთ. ეს ეფუძნება კონკრეტულ შრომას, ეს ეფუძნება წინასაარჩევნო აქტივობას, რომელმაც უზრუნველყო ლევან ხაბეიშვილის მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა ციფრებში არის 30 ათასი გულშემატკივარი“, - აღნიშნა ფარულავამ.

ცნობისთვის, დღეს, 28 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო, შედეგები კი 30 იანვარს, 12:00 საათზე გახდება ცნობილი. სასურველი კანდიდატის ასარჩევად 49 756 ადამიანი დარეგისტრირდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უპირობოდ, ნიკა მელია გაიმარჯვებს ამ არჩევნებში“ - სოფო ჯაფარიძე

👉 „ქართველი არ იგულისხმება, აქ არის ლაპარაკი უკრაინაზე, არწმუნებდნენ, რომ მისი ჩამოსვლა აუცილებელი იყო“ - ალასანია სააკაშვილის განცხადებაზე

👉 „ვერ ჭამს, თვითონაც თქვა ბატონმა ზურაბმა, ექიმებს შიშიც აქვთ, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად წავიდეს შეუქცევადი პროცესები“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

👉 დღეს დილით იწონიდა 69 კგ-ს და 700 გრამს, ოჯახს მოვუწოდებ, დაარწმუნონ, დაექვემდებაროს ექიმების რეკომენდაციას - ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

👉 „ძალიან მალე, როდესაც მიშა იქნება თავისუფალი, ის თავად გასცემს ამ კითხვას პასუხს“ - ცისკარიშვილი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაში რუსეთის აგენტების როლზე