მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლისიჩანსკზე გამარჯვების გამოცხადების შემდეგ რუსეთის აქცენტი დონეცკის ოლქის აღებაზე გადაინაცვლებს - ბრიტანული დაზვერვა

რატომ ბომბავს რუსეთი დონეცკს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც უკრაინელმა სამხედროებმა ლისიჩანსკი დატოვეს, რუსეთის აქცენტი ახლა დონეცკის ოლქზე გადაინაცვლებს.

„რუსეთის აქცენტი ახლა გადაინაცვლებს დონეცკის ოლქის აღებაზე, რომლის დიდი ნაწილი უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება“, - წერს დაზვერვა.

გარდა ამისა, ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში კვლავ დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას.

„მოსავლის აღების დაწყების შემდეგ, რუსეთის შემოჭრა კვლავ დამანგრეველ გავლენას ახდენს უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორზე. ომმა დიდი შეფერხება გამოიწვია თესლისა და სასუქის მიწოდების ჯაჭვებში, რომლებსაც უკრაინელი ფერმერები ეყრდნობიან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინულმა ძალებმა ლისიჩანსკი დატოვეს