მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინულმა ძალებმა ლისიჩანსკი დატოვეს

დანგრეული შენობა ლისიჩანსკში

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ლისიჩანსკი დატოვეს, სადაც ბოლო დღეებში ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

როგორც უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, ქალაქის დასაცავად „მხოლოდ რკინის ნებისყოფა და პატრიოტიზმი საკმარისი არ არის, აუცილებელია საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსებიც“.

როგორც ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რუსული ძალები უკრაინელ შენაერთებს ათჯერ აღემატებოდნენ.

“რუსულმა ძალებმა ყველა შესაძლო მიმართულებებიდან ქვედანაყოფები ლისიჩანსკის მიმართულებაზე გადმოისროლეს. ჩვენი ძალები საკმაოდ ოსტატურად იგერიებდნენ მტრის შემოტევებს რაოდენობაში მისი მრავალჯერადი უპირატესობის მიუხედავად. მაგრამ, ჩვენ საკმარისი რაოდენობის მძიმე იარაღი, მათ შორის შორსმსროლელი არტილერია ჯერ არ მიგვიღია. მათ ლისიჩანსკი მთლიანად დაიკავეს. ასევე ბელოგოროვკა და ზოლატარიოვკაც აიღეს“ - განაცხადა გაიდაიმ.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მათი ძალები ალყაში არ მოხვდნენ და ორგანიზებულად გამოვიდნენ ქალაქიდან. ასევე მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაც. უკრაინული ძალები ვარაუდობენ, რომ ახლა რუსული შენაერთები შეტევას ქალაქ სლავიანსკზე განახორციელებენ. 

ლისიჩანსკი სევეროდონეცკის სატელიტი ქალაქია და ის მდინარე სევერსკი დონეცის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. სევეროდონეცკი რუსულმა ძალებმა დაახლოებით 2 კვირის წინ დაიკავეს. მანამდე საარტილერიო და სარაკეტო იერიშების შედეგად ქალაქი პრაქტიკულად მთლიანად დაინგრა. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 [ქვიზი] გამოიცანი თბილისი ძველი ფოტოებით

📌 „როცა რაღაცას შენატრი, მაშინ იმისგან განსხვავებულად ხომ არ უნდა იქცეოდე და ხალხს ქუჩაში სიარულით ხომ არ უნდა ღლიდე?!“ - იაგო ხვიჩია

📌 „BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა

📌 რადიკალური ოპოზიციის პირველივე რეაქციებიდან ჩანს, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებისას რაც არ უნდა გააკეთოს, ამ ძალისხმევას მას მაინც არავინ დაუფასებს - ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილის განცხადება

📌 თბილისში ლეღვის ნახარშით 16 წლის გოგო დაიწვა