მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე და ზელენსკი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს“ - ჯო ბაიდენი

ვოლოდიმირ ზელენსკი, ჯო ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების გარეშე არ დასრულდება. ამის შესახებ მან ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, განიხილება თუ არა პუტინი მტრად, მასთან დიალოგი რჩება საერთაშორისო პოლიტიკის საფუძვლად.

„მთელი პოლიტიკა პირადია, ეს არის თვალის კონტაქტის დამყარება. არ აქვს შემცვლელი ერთმანეთის პირისპირ დაჯდომას და თვალებში ჩახედვას, მეგობარია ეს თუ მტერი“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მაგრამ პუტინთან დიალოგისთვის მზადყოფნის მიუხედავად, ჯო ბაიდენმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერაცია მარცხდება უკრაინასთან ომში. ბაიდენი გულისხმობს, რუსეთის მიერ სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმას.

„ეს ბიჭი (პუტინი), ის მარცხდება. მან უკვე წააგო წარსულში. მე და ზელენსკი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მან არ გაიმარჯვოს“, - დასძინა ბაიდენმა.

გარდა ამისა, ბაიდენმა აღნიშნა: „ყველამ კარგად ვიცით რა დევს სასწორზე“.

„საერთოდ არ ვღელავ ნატო-ს ერთიანობის შენარჩუნებაზე, არასდროს მინახავს ნატო და ევროკავშირი უფრო მეტად ერთსულოვანი რაიმეში და ვერ ვხედავ ამის ცვლილების რაიმე ნიშანს. ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ უფრო მეტად. ჩვენ არასდროს გვინახავს, მსგავსი შეჭრა ევროპულ ქვეყანაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ისინი ვერ ხედავენ რაიმე ნიშანს, რომ პუტინი აპირებს რამის შეცვლას, ვიდრე ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევაში. ყველამ ვიცით, რა არის სასწორზე. თავად სუვერენიტეტის იდეა და გაეროს ქარტია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკრაინაში კარგი ამბებით ვბრუნდები“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ

👉 შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, რამდენად დამღუპველია მისი აგრესია, მოდით, გავაკეთოთ ეს, დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი - ზელენსკი აშშ-ის კონგრესს