მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მტერი ცდილობს შეტევაზე გადასვლას ლიმანის მიმართულებით, თუმცა გამანადგურებელი დანაკარგის წინაშე დგას“ - კირილენკო

ნეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პავლო კირილენკოს განცხადებით, რუსეთი ცდილობს შეტევას ლიმანის მიმართულებით, მაგრამ გამანადგურებელი დანაკარგების წინაშე დგას.

მისი თქმით, რეგიონში რთული, მაგრამ კონტროლირებადი ვითარება შეიქმნა.

„მტრის შეტევა ლიმანის მიმართულებაა, მაგრამ მისი ყველა მცდელობა მდინარის გადაკვეთისა და წინსვლისთვის ჯერ არ არის წარმატებული, მტერი განიცდის გამანადგურებელ ზარალს“, - დასძინა კირილენკომ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს მცდელობები არ ჩერდება და ასევე, გამოთქვა რწმენა, რომ ისინი არ შეჩერდებიან მანამ, სანამ უკრაინელი დამცველები მტერს სრულად არ გაანადგურებენ.

„არ არსებობს არც ერთი დასახლება, რომელიც არ დაბომბეს. ყველაზე ცხელი არის ავდიივკა, დაბომბვა თითქმის მთელი საათის განმავლობაში გრძელდებოდა“, - დასძინა კირილენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ მტერმა ჩერნიგოვის რეგიონის დაბომბვის გასაძლიერებლად ბრიანსკის რეგიონში არტილერია შეიყვანა - უკრაინის გენშტაბი

✔️ „უკრაინულმა არმიამ მტერი ხარკოვის მისადგომებიდან ფაქტობრივად განდევნა“ - ვადიმ დენისენკო

✔️ შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემი განადგურდა - მედია

✔️ „აზოვსტალში“ ქართველი მებრძოლი დაიღუპა