მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოკუპირებული მარიუპოლის ქუჩებში 9 000 ტონა ნაგავი დაგროვდა, ყველა რაიონში არის სამარხები, ქალაქი ეპიდემიოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა“ - მარიუპოლის მერი

ნაგავი მარიუპოლში

მარიუპოლის ქუჩებში 9 000 ტონა ნაგავი დაგროვდა, ოკუპანტებმა ის არ გაასუფთავეს, რადგან მუნიციპალური მანქანები გაანადგურეს. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ ზამთრის ბოლოდან ნაგავი არსად გადაუყრიათ. შედეგად იზრდება ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი.

„მარიუპოლი ეპიდემიოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ქალაქში სრულიად ანტისანიტარიაა. გავრცელებულია ინფექციური დაავადებები - მათ შორის ქოლერა და დიზენტერია. ყველა რაიონში არის ბუნებრივი სამარხები, არ მუშაობს კანალიზაცია. არ არის სასმელი წყალი. ამას ემატება ნაგვის მთები, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს მარიუპოლის მაცხოვრებლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რომლებიც ნამდვილ გეტოში აღმოჩნდნენ“, - განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მარიუპოლის მაცხოვრებლებს საშუალება მისცენ, დატოვონ ქალაქი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები და გადავარჩინოთ მარიუპოლის მაცხოვრებლების სიცოცხლე“, - განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსები შეეცდებიან, განაახლონ შეტევა ნიკოლაევის რეგიონში“ - უკრაინის გენშტაბი

👉 „რუსეთის ჯარებს უკვე შეუძლიათ ლისიჩანსკი-ბახმუტის „სიცოცხლის“ მაგისტრალის კონტროლი“ - ISW