მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთის ჯარებს უკვე შეუძლიათ ლისიჩანსკი-ბახმუტის „სიცოცხლის“ მაგისტრალის კონტროლი“ - ISW

ლისიჩანსკ-ბახმურის გზატკეცილი

რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, აკონტროლებენ T1302 ბახმუტ-ლისიჩანსკის ავტომაგისტრალს. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშში ვკითხულობთ.

ანალიტიკოსები ყურადღებას აქცევენ ადგილობრივი ხელისუფლების ცნობებს იმის შესახებ, რომ მარშრუტის დიდ მონაკვეთებზე მტერი მუდმივად ისვრის.

ერთი დღით ადრე, მტერმა დაიპყრო ნიკოლაევკა, ეს არის დასახლება T1302 გზატკეცილის გასწვრივ, ლისიჩანსკიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 15 კილომეტრში.

„რუსულმა ჯარებმა დამატებით განაგრძეს თავდასხმის ოპერაციები ბერესტოვში, ნიკოლაევკის მიმდებარე დასახლებაში T1302 გზატკეცილის გასწვრივ“, - აცხადებენ ექსპერტები.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსები შეეცდებიან, განაახლონ შეტევა ნიკოლაევის რეგიონში“ - უკრაინის გენშტაბი

👉 „ოკუპირებული მარიუპოლის ქუჩებში 9 000 ტონა ნაგავი დაგროვდა, ყველა რაიონში არის სამარხები, ქალაქი ეპიდემიოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა“ - მარიუპოლის მერი