მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარადოქსი ის იქნება, რომ უკრაინელები ბელორუსებს რუსებზე უფრო მეტი ბოროტებით მოკლავენ“ - ალექსეი არესტოვიჩი

ალექსეი არესტოვიჩი

„ბელორუსის მხრიდან თავდასხმის მუქარა ძალიან გაზვიადებულია. ბელორუსის სამხედროებს ესმით, რომ მოუწევთ სისხლის დაღვრა და, შესაბამისად, ოთხი თვის განმავლობაში აქ არ განლაგებულან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბელორუსები თავს დაესხმებიან უკრაინას, მაშინ უკრაინელი სამხედროები მათ უფრო მეტი ბოროტებით გაანადგურებენ, რადგან რუსებისგან განსხვავებით, ბელორუსებს ახლობლად, ძმებად მიიჩნევენ.

„როდესაც არმია საბრძოლო გამოცდილების გარეშე დაიწყებს წინსვლას რივნეს რეგიონის ტყის ბილიკებზე, ჩვენი გაბრაზებული ჯარისკაცები მათ გაანადგურებენ, სანამ ბოლომდე არ გატეხენ. პარადოქსი ის იქნება, რომ უკრაინელები ბელორუსებს რუსებზე უფრო მეტი ბოროტებით მოკლავენ. რადგან ბელორუსელები ძმებივით არიან და თუ ისინი გვიღალატებენ, ეს მეტისმეტი იქნება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსებმა კიევის დაბომბვა განაახლეს - ისმის აფეთქებების ხმა

👉 პუტინი ლუკაშენკოს ბალისტიკურ რაკეტებს დაჰპირდა, რათა დაუპირისპირდეს „აგრესიულ“ დასავლეთს - Reuters

👉 პუტინს უკრაინის ომის დასრულების ორი თარიღი აქვს - უკრაინის დაზვერვის განმარტება