მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი ლუკაშენკოს ბალისტიკურ რაკეტებს დაჰპირდა, რათა დაუპირისპირდეს „აგრესიულ“ დასავლეთს - Reuters

ვლადიმერ პუტინი, ალექსანდრე ლუკაშენკო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსელ კოლეგას უთხრა, რომ მოსკოვი მინსკს მიაწვდის სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის გადატანა. ამის შესახებ Reuters-ი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

პეტერბურგში პუტინთან შეხვედრაზე ბელორუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გამოთქვა შეშფოთება მისი მეზობლების ლიეტუვისა და პოლონეთის „აგრესიული“, „კონფრონტაციული“ და „საწინააღმდეგო“ პოლიტიკის გამო.

მან სთხოვა პუტინს, დაეხმაროს ბელარუსს „პროპორციული პასუხის“ გაცემაში.

„ჩვენ ბელარუსს გადავცემთ ისკანდერ-მ ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ, გამოიყენონ როგორც ბალისტიკური, ასევე, საკრუიზო რაკეტები, როგორც ჩვეულებრივი, ისე ბირთვული ვერსიით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლუკაშენკოს თქმით კი, „მინსკი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, თუნდაც სერიოზული იარაღის გამოყენებისთვის ჩვენი სამშობლოს დასაცავად ბრესტიდან ვლადივოსტოკამდე“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია და კანადა რუსული ოქროს იმპორტს აკრძალავენ - Reuters

👉 „პარადოქსი ის იქნება, რომ უკრაინელები ბელორუსებს რუსებზე უფრო მეტი ბოროტებით მოკლავენ“ - ალექსეი არესტოვიჩი

👉 რუსებმა კიევის დაბომბვა განაახლეს - ისმის აფეთქებების ხმა

👉 პუტინს უკრაინის ომის დასრულების ორი თარიღი აქვს - უკრაინის დაზვერვის განმარტება