მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინს სჯეროდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციების დაწესებას ენერგოდამოკიდებულების გამო, წლის ბოლომდე 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს“ - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირს არ სჯერა განცხადებები დონბასში უკრაინის „შეტევის“ შესახებ

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიზანმიმართულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ექვსი პაკეტი მიიღო“, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს.

„2022 წლის ბოლომდე ჩვენ 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს. ასევე, სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ეს გადაწყვეტილებები თანდათან გვათავისუფლებს დამოკიდებულებისგან, რომელიც დიდი ხანია აფერხებს ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს ვლადიმერ პუტინის აგრესიულობის წინაშე. მას, ალბათ, სჯეროდა, რომ ევროპა ვერ გაბედავდა სანქციებს ენერგოდამოკიდებულების გამო.

ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი, არასწორი გათვლებიდან, რომელიც დაუშვა რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს. რასაკვირველია, რუსული ენერგიისგან თავის დაღწევა სერიოზულ სირთულეებს უქმნის ევროკავშირის ბევრ ქვეყანას და რამდენიმე ეკონომიკურ სექტორს. მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენი დემოკრატიებისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად და ჩვენ ვდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს ამ პრობლემების სრული სოლიდარობით მოსაგვარებლად“, - განაცხადა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 იაპონიამ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა და ახალი სანქციები დააწესა რუსული კომპანიების წინააღმდეგ

👉 „პუტინის თვალსაზრისით, ის უკვე ომშია ევროპასთან, ევროკავშირის ბევრ ლიდერს ეს ესმის“ - მიხაილო პოდოლიაკი