მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინამ ცის დასაცავად საფრანგეთისგან Crotale საზენიტო სისტემები მიიღო

თავდაცვის სისტემა Crotale

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ უკრაინისთვის გადაცემულ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლეს სისტემებს შორისაა საჰაერო თავდაცვის სისტემა Crotale. ამის შესახებ მან Le Journal du Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის დახმარება ყველაზე მეტად ასოცირდება „კეისართან“ რომელთაგან 18 უკვე გადატანილია უკრაინაში, იარაღის სია გაცილებით ფართოა: მასში ასევე შედის Milan და Mistral რაკეტები, დაახლოებით 60 VAB ჯავშანტრანსპორტიორი, HDP-2A2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და დამცავი აღჭურვილობა ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური საფრთხის შემთხვევაში, ასევე ღამის ხედვის უახლესი მოწყობილობები.

გარდა ამისა, ლეკორნუს თქმით, კიევმა სარადარო სადგურები მოითხოვა და ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთი ამზადებს ტერაქტებს ბელორუსის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე - უკრაინის დაზვერვა

👉 „ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველა, ვინც კი არის პარტიაში, ჩემი ხელშეწყობით კვლავ დარჩება პარტიაში“ - ნიკა მელია

👉 „ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი ნაციონალისტური ბანდა და ყველა მათი მხარდამჭერი, მსოფლიო საზოგადოების მტრები და ტერორისტები არიან“ - რამზან კადიროვი

👉 „კიევი არის რუსული ქალაქი რუსეთის იმპერიაში“ - დიმიტრი მედვედევი

👉 ლუგანსკის მიმართულებით ინიციატივა ხელში ჩაიგდო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა - სერგეი ჩერევატი