მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ომი გლობალური პრობლემაა - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის ომი გლობალური პრობლემაა და არა რეგიონული. 

„ომი უკრაინაში უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, რუსეთის შეტევა უკრაინაზე მხოლოდ ზრდის საერთაშორისო წესრიგის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების  მნიშვნელობას.

„უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, მილიონობით ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული ან გადასახლებულია“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს კულტურის განადგურებას და დასძენს, რომ რუსეთის სამიზნეს უკრაინაში სკოლები, ეკლესიები და მუზეუმები წარმოადგენს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉რუსეთს შეუძლია ახალი ძალების გაგზავნა ხარკოვის ჩრდილოეთით - აშშ-მა უკრაინა გააფრთხილა ახალი საფრთხის შესახებ

👉 სლავიანკის მიმართულებით მტრის ქვედანაყოფები შეტევის განახლებისთვის ემზადებიან - უკრაინის გენშტაბი

👉 იმდენი ენერგია და ფული დახარჯეს...მაგრამ დილით ვიღვიძებ და ვიღვიძებ - ზელენსკიმ მისი მკვლელობის შემთხვევაში, გეგმა B-ზე ისაუბრა

👉 ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა დაასახელა რუსული ჯარების სამიზნე დონეცკის ოლქში

👉 უკრაინის არმია საბრძოლო შესაძლებლობების პიკს აღწევს - არესტოვიჩი