მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის არმია საბრძოლო შესაძლებლობების პიკს აღწევს - არესტოვიჩი

ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინელი და დასავლელი ანალიტიკოსების გათვლებით, თვე-ნახევარ, 2 თვეში  უკრაინის არმია თავისი საბრძოლო შესაძლებლობების პიკზე იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ამოცანაა უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაიარაღება მაქსიმალურად გადადოს.

„აქედან გამომდინარეობს მთავარი თეზისი (რუსების): ომი უნდა შეწყდეს და ამის საუკეთესო გზაა უკრაინის შეიარაღებული ძალების დემილიტარიზაცია. მათი ამოცანაა შეანელონ იარაღის მიწოდების ტემპი“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

კრემლს სურს წარუდგინოს თავის ამომრჩეველს მარიუპოლის დროებითი დაკავება და ლუგანსკის ოლქის საზღვრებთან წვდომა (რაც არ იქნება) როგორც „რუსეთის დიდი გამარჯვება“.

„რუსეთის მიზანია დაარწმუნოს მსოფლიო, რომ რუსეთის ფედერაციამ და დასავლეთმა მიაღწიეს შეთანხმებას და მხოლოდ უკრაინას არ სურს მშვიდობა“, - დასძინა არესტოვიჩმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი ემზადება ხერსონის ოლქის დასაკავებლად - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძლიერად დაარტყეს ოკუპანტებს - განადგურდა მინიმუმ 12 ცალი სამხედრო ტექნიკა

👉 შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში ოკუპანტების 9 შეტევა მოიგერიეს

👉 დამპყრობლები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაცვა და მიაღწიონ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს - უკრაინის გენშტაბი

👉🎥 NYT რუსი სამხედროების მიერ ბუჩას მცხოვრებლების სიკვდილით დასჯის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს აქვეყნებს