მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინაში რუსების დანაკარგი 15 000 ჯარისკაცს შეადგენს“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი

CIA-ს დირექტორი, უილიამ ბერნსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, უკრაინაში რუსების დანაკარგი 15 ათას ჯარისკაცს შეადგენს, დაშავებულთა რაოდენობა კი 45 000-ს. სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა დასძინა, რომ უკრაინასაც აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგი.

„აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების უახლესი შეფასებები დაახლოებით 15 000 {რუსი ჯარისკაცი} დაიღუპა და შესაძლოა, სამჯერ მეტი დაიჭრა. უკრაინელებმაც განიცადეს მსხვერპლი. შესაძლოა, შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც, თქვენ იცით, ეს მნიშვნელოვანი დანაკარგებია“, - აღნიშნა ბერნსმა.

ბერნსმა, ასევე, განაცხადა, რომ ისინი უკრაინას უზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რომლებსაც უკრაინელები წარმატებით იყენებენ.

„დარწმუნებულები ვართ, რომ პარტნიორობა, რომელიც ჩვენ შევქმენით, ეფექტურია და ჩვენ ვუზიარებთ საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას უკრაინის სამსახურებს და უკრაინის ხელმძღვანელობას, რომელსაც ისინი ძალიან ეფექტურად იყენებენ“, - დასძინა CIA-ს დირექტორმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი სამი პორტიდან განხორციელდება - რადას დეპუტატი