მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის ნებართვა კიდევ 6 გემმა მიიღო

მარცვლეული

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეექვსე თვეში კიდევ ექვსმა გემმა მიიღო უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ნებართვა. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს.

გაერთიანებულმა საკოორდინაციო ცენტრმა გემებს შავი ზღვის ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით გავლის უფლება მისცა. გემებმა უკრაინიდან უნდა გაიტანონ მარცვლეული, რომელიც რუსული შეჭრის დასაწყისში დაიბლოკა. 

გემებიდან ორი, MV Kafkam Etler და MV Zelek Star უკვე შემოწმდა მარმარილოს ზღვაში და ოდესაში, ჩორნომორსკის პორტში დასატვირთად წასვლის ნებართვა მოიპოვა. უახლოეს მომავალში კიდევ ოთხი გემი უნდა შემოწმდეს - MV Great Arsenal, MV Zumrut Ana, MV Ocean S, MV Kubrosliy.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინის საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტად აღიარებული ანტონ ლისტოპადი რუსებთან ბრძოლაში დაიღუპა