
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ ტელეარხ Globo-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ნეიტრალურ პოზიციას რუსეთის ომთან დაკავშირებით უკრაინის წინააღმდეგ.
მე არ ვუჭერ მხარს მის {ბრაზილიის პრეზიდენტს} ნეიტრალიტეტის პოზიციას. არ მგონია, რომ ომში ნეიტრალური უნდა უყო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, 2014 წლიდან ზოგიერთი ქვეყნის ნეიტრალურობისა და შუამავლის სურვილმა აიძულა რუსეთი, უკრაინის „დაპყრობის მეორე ტალღა“ წამოეწყო.
მანამდე, 18 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროსთან. საუბრისას ზელენსკიმ მას ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო, განიხილა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მნიშვნელობა და მოუწოდა, შეუერთდეს აგრესორის წინააღმდეგ სანქციებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 პორტუგალიამ უკრაინას 315 ტონა სამხედრო დახმარება გაუგზავნა
👉 შოიგუმ რუს სამხედროებს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების „სწრაფად განადგურება“ დაავალა