მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი ინფორმაციით, გოგაშვილის სახლიდან ამოიღეს 28 საათიანი ფირი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით - პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე“ - ელისო კილაძე

ელისო კილაძე

ჟურნალისტი ელისო კილაძე სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებაზე საუბრობს. მისი თქმით, გოგაშვილის სახლიდან ამოღებულია 28 საათიანი ფირი, რომელზედაც ასახულია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

გარდა ამისა, როგორც კილაძემ განაცხადა, აქვს ფირები, რომელშიც ნაჩვენებია სახელისუფლებო და არასახელისუფლებო მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრის კადრები, მათთვის ფულის გადაცემა და დავალებების მიცემა.

„არანაირი პირადი დამოკიდებულება გოგაშვილთან არ მაქვს. მტრობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩემთან ვეტერანთა დეპარტამენტიდან მოვიდა ომის ვეტერანი გიორგი ხიზანიშვილი და მომიყვა იქ რას ჩადიოდა სოსო გოგაშვილი, პირადად მასზე ზეწოლები და მე ეს გაზეთში გამოვაქვეყნე. ამას მოჰყვა გოგაშვილის მხრიდან, რომ „მეორედ არ გაბედო ჩემი ხსენება“, გავბედე მეორედაც, მესამედაც... პირველად ქართულ მედიაში და საჯარო სივრცეში სახელი და გვარი სოსო გოგაშვილი მე ვახსენე.

რაც შეეხება კულუარულ ინფორმაციას, რა არის ამოღებული სოსო გოგაშვილის სახლიდან - ჩემი ინფორმაციით, ამოღებულია 28 საათიანი ფირი, ანუ რაც არსებობდა წინა და ამ ხელისუფლების პირობებში გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, აქტიურ ან არააქტიურ ადამიანებზე, არატრადიციული ორიენტაციის, ყველა არის ერთად თავმოყრილი. ჩნდება კითხვა, რატომ ინახავდა სახლში. იმიტომ, რომ სახლი სოსო გოგაშვილისთვის იყო ყველაზე დაცული ადგილი. ის ცხოვრობდა მუდმივად შიშში, ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციის და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ. ეშინოდა ჩეჩნების შურისძიების. გადაადგილდებოდა არნახული დაცვის თანხლებით, ორდონიანი დაცვა, კარები, გისოსები. შესაბამისად, სახლი იყო მისთვის ყველაზე დაცული.

მეორე - ჩემი ინფორმაციით, მას მაქვს სახელისუფლებო და არასახელისუფლებო მედიის ჟურნალისტებთან ურთიერთობა და ამის ამსახველი ფირები. ვგულისხმობ მათთან შეხვედრებს, თანხის გადაცემას და დავალებების მიცემას. ის დაიმუქრა კიდეც, მე როგორც ვიცი, რომ ამ მასალებს, განსაკუთრებით, ჟურნალისტების ნაწილში, გაასაჯაროებს“, - განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „გოგაშვილი ძალიან უცნაური პერსონაჟია, ეს სპეცსამსახურები სოციალური სამსახურია ჯანმრთელი მამაკაცებისთვის“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 „როდესაც საზოგადოება იწყებს განხილვას, საიდან აქვს გოგაშვილს ამდენი ქონება, რა მამაძაღლი ყოფილა, ამით თემა ვიწროვდება“ - გია ხუხაშვილი

👉 „კატეგორიულად ვემიჯნები, პოლიტპატიმრად მოვიხსენიოთ გოგაშვილი, უხერხულია, ტატუნაშვილის ქვეყანაში ცოტა ფრთხილად მოვეპყროთ ამ სიტყვას“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა“ - სუსი სოსო გოგაშვილზე

👉 „რომ გეუბნებიან, შეიძლება მოგიწყონ ავარია, რომ სოსოს ვაჭრობა დაუწყონ... „საჩუქარს“ ჩემგანაც მიიღებენ“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე