მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა დაასრულა

აშშ-მა ჯარის გაყვანა დაასრულა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასრულა ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა. ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც აშშ-ის ცენტრალური მეთაურობის უფროსმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა, ავღანეთი ბოლო ამერიკულმა თვითმფრინავებმა დატოვეს. მათ სამხედროების და დიპლომატების ბოლო ჯგუფი გაიყვანეს.

ქაბულის აეროპორტი ბოლო სამხედრო ობიექტია, რომელიც ავღანეთში ამერიკელების კონტროლის ქვეშ იყო. ახლა ის მოძრაობა „თალიბანს“ გადაეცა.

15 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ქაბული „თალიბანმა“ აიღო, ქაბულის აეროპორტიდან 120 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი უმეტესობა ავღანელები იყვნენ. ამით შეერთებული შტატების 20-წლიანი სამხედრო ოპერაცია ავღანეთში დასრულდა.

🔴 თალიბანი ქაბულის თემები სრულად