მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში უკრაინული თვითმფრინავი გაიტაცეს

უკრაინული თვითმფრინავი გაიტაცეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტში შეიარაღებულმა პირებმა უკრაინული თვითმფრინავი გაიტაცეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა, თვითმფრინავი, რომელსაც ავღანეთიდან უკრაინის მოქალაქეები უნდა წამოეყვანა, მაგრამ საჰაერო ხომალდი შეიარაღებულმა პირებმა ხელში ჩაიგდეს და შემდეგ ამ თვითმფრინავით ირანში გაფრინდნენ.

ავღანეთის დედაქალაქიდან ამჟამად აშშ-ის და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა ევაკუაციის ოპერაცია მიმდინარეობს, ოპერაცია 15 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ქაბული რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

თალიბანი-ქაბულის თემები სრულად