მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი ძველი მეგობარი ზელენსკი როლში ზედმეტად შეიჭრა“ - კირკოროვი დასანქცირებაზე

რუსი მომღერალი

რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი 10 წლის ვადით სანქცირებულთა სიაში მოხვედრის შესახებ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მეგობრებისგან უკვე „მილოცვებს“ იღებს. 

კირკოროვის აზრით, ხალხს სხვა ალტერნატიული მოსაზრებების გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევენ. 

„სანქციებში მოხვედრის გამო მეგობრებისგან და ნაცნობებისგან „მილოცვა“ მივიღე. თავისუფალი სამყაროს ლიდერის, პრეზიდენტ ზელენსკის სანქცირებულთა სიაში მოვხვდი. გმადლობთ ჩემი ნიჭისა და ჩემი მნიშვნელობის აღიარებისთვის. 

ფანატიკოსები, რომლებმაც დაიპყრეს პროპაგანდა და საინფორმაციო დღის წესრიგი, ხალხს არ აძლევენ საშუალებას, გაიგონ სხვა ალტერნატიული მოსაზრებები და სიახლეები. 

ჩემი ძველი მეგობარი და პარტნიორი გადასაღებ მოედანზე როლში ზედმეტად შეიჭრა. სცენარს, რომელსაც ოკეანის გადაღმიდან უგზავნიან, ქვეყანა ფერფლისკენ მიჰყავს. ძალიან ვწუხვარ მის გამო“, - წერს კირკოროვი ინსტაგრამის პირად გვერდზე. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა რუს მომღერლებს, მსახიობებს, კომიკოსებს და პროპაგანდისტებს. სანქცირებულთა სია ვრცელია და მასში 117 ადამიანი შედის. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 ვოლოდინი აცხადებს, რომ უცხოური კომპანიების თითქმის 70%-ზე მეტი რუსეთში დარჩა

👉 ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 28 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა - Reuters

👉  უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

👉  პოდოლიაკი - რუსეთი ყირიმიდან გაქცევისთვის მზად არის

👉 ჩინეთი ბოლო სამი წლის განმავლობაში უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრებს პირველად ხსნის

👉 ჟაირ ბოლსონარუს განცხადებით, მისი მხარდაჭერის პროტესტი წესებს მიღმა გავიდა

👉  არეულობა ბრაზილიაში - დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი