მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ლიეტუვამ რუსეთს ომი გამოუცხადა

ბელარუსის პრეზიდენტი

ბელორუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სანქტ-პეტერბურგში კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ვილნიუსის გადაწყვეტილება კალინინგრადის რეგიონში ტრანზიტის შეზღუდვის შესახებ ომის გამოცხადებას შეადარა. ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი შეშფოთებულია იმ პოლიტიკით, რომელსაც პოლონეთი და ლიეტუვა ატარებს.

მისივე თქმით, „არ ესმის რატომ სჭირდებათ მათ ეს დაპირისპირება“. 

ლუკაშენკო ამბობს, რომ მეზობლების ქცევა აგრესიულია და ამას რუსეთიც გრძნობს. 

„ინფორმაციის ნაკადი მათი გეგმის შესახებ, შეაჩერონ ტრანზიტი რუსეთიდან ბელარუსის გავლით კალინინგრადისკენ, კალინინგრადის იზოლირება... ეს რაღაც ომის გამოცხადებას ჰგავს. ასეთი რამ მიუღებელია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ შეზღუდა ფოლადის და შავი ლითონების ტრანზიტი კალინინგრადის ოლქში. ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ სატრანზიტო შეზღუდვები არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს და საპასუხო მოქმედებით დაემუქრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 პენტაგონმა განმარტა თუ რა აღჭურვილობას მოიცავს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი

👉 „რუსეთმა უკვე წააგო ომი“ - ენტონი ბლინკენი

👉 პუტინის ახლო მოკავშირე ლონდონს მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში „პირველი დარტყმით“ ემუქრება