მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთმა უკვე წააგო ომი“ - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

„აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და რუსეთმა უკვე წააგო მის მიერ გაჩაღებულ ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„უკრაინელები წარმოუდგენელი გამბედაობით იცავენ თავს და რუსეთმა კი უკვე წააგო. პუტინის მიზანი, როგორც თავად თქვა, იყო უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის განადგურება. ეს მიზანი ჩავარდა. სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა უფრო დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი იცოცხლებს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დონბასში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, შორს არის გადამწყვეტი გამარჯვებისგან და მიღწევები, რაც მან უკვე მოიპოვა, მას უკიდურესად მაღალი ფასი დაუჯდა.

„ცნობების მიხედვით, შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული ათიათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა. რუსეთი აგრძელებს ტანკების, თვითმფრინავების, ჯავშანტექნიკის დიდი რაოდენობით დაკარგვას“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ეს ევროკავშირის შიდა საქმეა“ - დმიტრი პესკოვი უკრაინისა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსზე

👉 პუტინის ახლო მოკავშირე ლონდონს მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში „პირველი დარტყმით“ ემუქრება

👉 უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მშვიდობას, რომლისთვისაც ტერიტორიების დათმობა მოუწევს - ბორის ჯონსონი

👉 ხალხის ნაკლებობის გამო, რუსეთი უკრაინაში „ვაგნერის“ დაქირავებულ პილოტებს იყენებს - ბრიტანული დაზვერვა

👉 „აზრი არ აქვს დასუსტებულ პოზიციებზე დარჩენას“ - სერგეი გაიდაი