მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაკისტანი რუსეთიდან ნედლი ნავთობის ყიდვას აპრილში დაიწყებს

აშშ-ის კონგრესი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ  კანონს ამზადებს

პაკისტანის ნავთობის სახელმწიფო მინისტრ მუსადიკ მალიკის განცხადებით, პაკისტანი რუსეთიდან ნედლი ნავთობის ყიდვას აპრილში დაიწყებს, მას შემდეგ რაც შეთანხმებული იქნება ყველა კომერციული პირობები, მათ შორის პაკისტანის ეროვნულ ვალუტაში გადახდის საკითხიც.

„მარტში რუსეთთან შეთანხმების ყველა კომერციული პირობა შეთანხმებული იქნება, რის შემდეგაც რუსული იაფი ნედლი ნავთობი აპრილში დაიწყებს პაკისტანში გადინებას. ეს ორივე ქვეყნისთვის მოგებიანი იქნება“, - აცხადებს მინისტრი.

როგორც რუსული სამთავრობო მედია იტყობინება, რუსეთთან შეთანხმების შესაბამისად, პაკისტანმა დაიწყო ენერგეტიკული უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავება.

იგი ითვალისწინებს ნედლი ნავთობის, თხევადი ბუნებრივი აირის და სხვა საწვავის იმპორტს რუსეთიდან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მექსიკაში აშშ-ის საზღვართან ახლოს 57 მოზარდი სატვირთო მანქანაში იპოვეს

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს კონტრშეტევა კრემენაიას რაიონში - საბრძოლო რუკა