მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენტაგონი - პუტინის საშობაო ზავის შემდეგ რუსეთი უკრაინის დაბომბვას აგრძელებს

პენტაგონი

პენტაგონის განცხადებით, რუსეთის მიერ თავის თავზე აღებული ე.წ. საშობაო ზავის შემდეგ, რუსეთმა უკრაინა დაბომბა. 

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლორა კუპერმა აღნიშნა, 6 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საომარი მოქმედებები არ შეუჩერებია. 

კუპერმა პუტინის განცხადებას „პროპაგანდისტული ხრიკი“ უწოდა.

პუტინის საშობაო ზავი 👇

კრემლის ლიდერის განცხადებით, რუსეთის პატრიარქ კირილის მოწოდების შემდეგ საშობაოდ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 

უკრაინამ მაშინვე უარყო აგრესორი სახელმწიფოს „სამშვიდობო ინიციატივა“. კიევის განცხადებას, რუსეთის ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი გამოეხმაურა და თქვა „უკრაინელებს ქრისტიანული წყალობის ხელი გაუწოდეს, მაგრამ ღორებს არ აქვთ რწმენა და მადლიერების გრძნობა.“

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ქრისტეს შობა ადამიანებს კეთილი საქმის კეთებას შთააგონებს“ - პუტინი საშობაო ლიტურგიას კრემლის ხარების ტაძარში დაესწრო

✔️ რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა

✔️ ადგილები, სადაც ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია

✔️ უკრაინელებს ქრისტიანული წყალობის ხელი გაუწოდეს, მაგრამ ღორებს არ აქვთ რწმენა და მადლიერების გრძნობა - მედვედევი საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტაზე