მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოდოლიაკმა განმარტა რა შემთხვევაში შეიძლება ომი სწრაფად დასრულდეს

მიხეილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ჯავშანტექნიკის და შორი დისტანციის რაკეტების მიწოდება ომის დასრულებას დააჩქარებს. 

მისივე თქმით, ეს ასევე შეამცირებს რუსეთის კრიმინალურ და კორუფციულ გავლენას გლობალურ პოლიტიკაზე.

„უკრაინაში ჯავშანტექნიკის და შორი დისტანციური რაკეტების გადაცემის დაჩქარება საშუალებას მოგვცემს მოხდეს ომის ლოკალიზება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მეორე - ეს ხელს შეუწყობს ომის დასრულებას“, - აცხადებს პოდოლიაკი. 

დახმარება უკრაინისთვის 

21 დეკემბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს ეწვია, სადაც შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და სიტყვით მიმართა კონგრესის ორივე პალატას.

ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა მიაღწიეს სტრატეგიულ შეთანხმებებს საკვანძო სფეროებში თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად. ეს სტრატეგიული შეთანხმებები მომავალ თვეებს ეხება.

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დივერსიისთვის უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

✔️ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეექვსედ დაიკავა

✔️ ვერ ვხედავ მიზეზს პუტინთან შესახვედრად - ესტონეთის პრეზიდენტი

✔️  თელავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა