მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინი ახალ „ფიურერად“ იქცა“ - ექსპერტი

რუსეთის პრეზიდენტი

საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის ანალიტიკოსი კირ ჯაილსი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახალ „ფიურერად“ იქცა. 

მისივე თქმით, დღეს პუტინი მთელ მსოფლიოს უპირისპირდება და იმ „შეცდომების“ გამოსწორებას ცდილობს, რომლებიც საბჭოთა კავშირმა „დაუშვა“. 

„ადამიანებმა, რომლებიც თავიდანვე უყურებდნენ პუტინს და აანალიზებდნენ მის განცხადებებს, შეამჩნიეს, რომ სამყაროს შესახებ მისი შეხედულებების ჩამოყალიბებისა პროცესი ყოველწლიურად უფრო და უფრო შორდებოდა მსოფლიო წესრიგის კონცეფციებს, რომლებიც ნორმად აღიქმება.

დასავლურ სამყაროში. ბევრი ანალიტიკოსი, ვინც პუტინს აკვირდება, თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდმა, როდესაც ის სრულიად იზოლირებული იყო გარე სამყაროსგან, მთავარი გავლენა მოახდინა უკრაინაზე მისი ფანტასტიკური ხედვის ფორმირებაში, მას ჭეშმარიტად სჯერა, რომ უკრაინელები დაბნეული რუსები არიან, რომლებიც გათავისუფლებას ელიან“, - განაცხადა ჯაილსმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 აშშ უკრაინას 820 მლნ აშშ დოლარის მორიგ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს

🔴 ბელარუსი უკრაინაში დივერსანტების გაგზავნას გეგმავს - უკრაინის შს მინისტრის მოადგილე

🔴 საკონსტიტუციო ცვლილებების გამო უზბეკეთში საპროტესტო აქციები იმართება

🔴 აშშ-ის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა - JPMorgan

🔴 ილონ მასკი რომის პაპს შეხვდა