მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის საერთო სტრატეგია უკრაინასთან მიმართებით უცნობია - ლოიდ ოსტინი

ლოიდ ოსტინი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საერთო სტრატეგია უკრაინასთან მიმართებით უცნობია. ამის შესახებ მან პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ოსტინის თქმით, რუსეთის ლიდერმა „თავიდანვე გამოიყენა მრავალი განსხვავებული ბერკეტი“.

ოსტინმა აღნიშნა, რომ ომის დასაწყისში პუტინი გეგმავდა აბსოლუტური ძალის გამოყენებას, რათა ძალიან სწრაფად აეღო კიევი და მთავრობა შეეცვალა. 

„რუსეთის სვლა ბრძოლის ველზე წარუმატებელია. მოსალოდნელია, რომ პუტინი ძალაუფლების სხვა ბერკეტების და ინსტრუმენტების გამოყენებას შეეცდება“, - აცხადებს ოსტინი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉  უკრაინაში ომი გლობალური პრობლემაა - ჯო ბაიდენი

👉  29 350-ზე მეტი რუსი სამხედრო, 1 302 ტანკი, 3 194 საბრძოლო ჯავშანტექნიკა - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉  შოტლანდიის ეკლესიამ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას მხარი დაუჭირა