მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის სახელმწიფო დუმაში დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარებას არ გამორიცხავენ

მოსკოვი დონეცკის და ლუგანკის აღიარებით იმუქრება

რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვმა დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა აღიაროს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

როგორც დუმის წევრები ამბობენ, „დონბასში კიევის მიერ ძალისმიერი სცენარის განხორციელების შემთხვევაში რუსეთი აქტიურად ჩაერევა“.

დეპუტატი ვიქტორ ვოდოლაცკი აცხადებს, რომ ის „რესპუბლიკების“ აღიარების მომხრეა, რადგანაც „მათ და რუსეთის როსტოვის ოლქს შორის კულტურული და ნათესაობრივი კავშირები არსებობს და მეორე, რომ ამ ნაბიჯი რეგიონის დაბომბვების შეჩერებას ხელს შეუწყობს“.

„ეს ტერიტორიები დიდი ხნის წინ უნდა გვეღიარებინა და ეს აგრესიული ქმედებები შეწყდებოდა. ჩვენ ერთი ფაქტორი გვაჩერებს - ჩვენ მინსკის შეთანხმებების ინიციატორები და ნორმანდიული ფორმატის წევრები ვართ“, - ამბობს ვოდოლაცკი.

დუმის წევრმა, „კომუნისტური პარტიიდან“ დიმიტრი ნოვიკოვმა განაცხადა, რომ კიევის არაადეკვატური ქმედებები არის „ყველა საშუალებით დაცვის საბაბი და დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარებისთვის დამატებითი სტიმულია. მისი აზრით, მოსკოვმა ამ რეგიონებთან უნდა დაამყაროს ისეთივე ურთიერთობები, როგორც აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის ხელისუფლება 2008 წლის მიხეილ სააკაშვილის მსგავს გზას არ დაადგება. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში კი აღნიშნეს, რომ სიტუაცია უკრაინაში ჰგავს იმას, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეიქმნა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴  ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას შეიარაღებული ძალების დახმარება დაამტკიცა