მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს ყოველი აგრესიული ქმედება ეკონომიკურად, სტრატეგიულად და პოლიტიკურად ძვირად დაუჯდება“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე არსებული დაძაბული ვითარების შესახებ ისაუბრა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

მისი თქმით, იმედია, უკრაინის საკითხის გამო რუსეთთან მზარდი დაძაბულობა დიპლომატიური გზით მოგვარდება, თუმცა, თუ მოსკოვი სხვა გზას აირჩევს, იგი დაზარალდება.

„რუსეთს ყოველი შემდგომი აგრესიული ქმედება ეკონომიკურად, სტრატეგიულად და პოლიტიკურად ძვირად დაუჯდება“, - განაცხადა ბაერბოკმა.

კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა და გერმანია მზად არიან იმისთვის, რომ აღადგინონ ოთხმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ეგრეთ წოდებულ „ნორმანდიულ“ ფორმატში, რომელშიც გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა და რუსეთი შედიან.

„ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ არც ბერლინი და არც პარიზი არ იღებენ გადაწყვეტილებას უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე და ჩვენს ზურგს უკან რუსეთთან მოლაპარაკებას არ აწარმოებენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ანალენას ასეთი პრინციპული პოზიციისთვის“, - განაცხადა კულებამ ბრიფინგზე. 

2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ჩვენს ქართველ მეზობლებს «3+3» ფორმატში ჩართვა შეუძლიათ - ლავროვი

🔴  ევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

🔴  უკრაინის სამთავრობო უწყებებზე კიბერშეტევა განხორციელდა