მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 800 000 ადამიანს ჩაუტარდა

ვაქცინაცია რუსეთში

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსეთში 800 000 ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ განაცხადა. ინფორმაციას vestnikkavkaza იუწყება. 

მისი ინფორმაციით, ვაქცინაცია 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ჩაუტარდათ. ის სრულიად უფასო და ნებაყოფლობითია.

მინისტრის ინფორმაციით, ვაქცინაცია პირველ ეტაპზე პედაგოგებს, ექიმებს და სოციალურ მუშაკებს უტარდება. Sputnik-V-ს ვაქცინა მოსკოვში, გამალეის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში შექმნეს.

ცნობისთვის, რუსეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 3,260,138 შემთხვევა დაფიქსირდა. 58,988 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად ეპიდემიოლოგები დაავადების გავრცელების ტემპების კლებაზე საუბრობენ.

💱 დიდი ბრიტანეთი AstraZeneca-ს ვაქცინით მოსახლეობის აცრას იწყებს

💱 ინდოეთმა კორონავირუსის ორი ვაქცინა დაამტკიცა