მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში მოძრაობა პირველმა უპილოტო ავტობუსმა დაიწყო

უპილოტო ავტობუსი

საფრანგეთში გადაადგილება დაიწყო ავტობუსმა, რომელიც უფლებამოსილია, რომ საჯარო გზებზე დამოუკიდებლად, უპილოტოდ იმოძრაოს, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

ავტობუსი, რომელსაც 12 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, ქალაქ ტულუზაში სატესტო რეისებს მარტიდან ახორციელებდა.

გასულ კვირას საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ჟან-ბატისტ ჟებაბარმა ავტობუსის გამოყენება ბორტზე ადამიანის ყოფნის გარეშე დაუშვა.

ავტობუსი მხოლოდ ერთ, 600 მეტრიან მარშრუტზე იმოძრავებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე ადამიანთა ზედამხედველობა აღარ არის საჭირო, ტრანსპორტი დისტანციურ ზედამხედველობას მაინც დაექვემდებარება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ჩინეთში მოსახლეობის მომსახურება უპილოტო, ე.წ. „რობოტაქსებმა“ დაიწყეს