მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სროლის და აფეთქების შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა - შემთხვევა ეკვადორში

სროლა და აფეთქება ეკვადორში

ეკვადორის საპორტო ქალაქ გუაიაკილში სროლის და შემდგომი აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

მედიასაშუალების ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. 

ტვიტერი ოფიციალურ გვერდზე ეკვადორის პროკურატურამ აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ასევე იმის დადგენა თუ რა მოტივით მოხდა სროლა და შემდგომ აფეთქება. 

„ეს არის ომის გამოცხადება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ან გავერთიანდებით ან მომავალში საზოგადოებას კიდევ უფრო დიდი ფასის გადახდა მოუწევს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა პატრიციო კარილომ.

გუაიკილი, 270 კილომეტრშია დედაქალაქ კიტოდან სამხრეთ-დასავლეთით.  ხშირია სროლები და მკვლელობები კონკურენტი ბანდების წევრების მიერ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ პუტინმა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ განაცხადა

✔️ უკრაინულმა ძალებმა დონბასში ოკუპანტების შეტევა ოთხი მიმართულებით მოიგერიეს

✔️ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს