მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი წელი დარჩება - მედია

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს წევრები გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მანდატის გაგრძელებას აპირებენ, - ამის შესახებ გერმანული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

„ნატოს წევრ ქვეყნებს სურთ, რომ იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნად დარჩეს. 30-მა სახელმწიფომ მიაღწია არაფორმალურ შეთანხმებას მისი მანდატის 2024 წლის აპრილამდე გახანგრძლივებაზე“, - ნათქვამია სტატიაში.

გარდა ამისა გამოცემა აღნიშნავს, რომ მანდატის გახანგრძლივების მიზეზებს შორის არის სტოლტენბერგის გამორჩეული მიღწევები ნატოსთვის, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე.

ცნობისთვის, სტოლტენბერგს მანდატი უკვე სამჯერ გაუგრძელდა და თანამდებობას თითქმის 9 წელია იკავებს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 ფრონტზე წარუმატებლობამ ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის წამოწყების შესაძლებლობაში რუსეთის რწმენა შეასუსტა - ISW