მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს წაღმა დააწყებინა ტრიალი“ - მელია

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ხელისუფლების ცვლილებით ქვეყანაში მიღწეული შედეგების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მთავარი შემოქმედია და ის ციხეში დიდხანს არ დარჩება, მისი ხელმძღვანელობით კი ქვეყანა ისევ უამრავ წარმატებას მიაღწევს.

„2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი. ქვეყანა დაადგა განვითარების გზას!

შესაძლებელი გახდა:

საქართველო კორუფციის გარეშე; უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე; განათებული ქვეყანა vs გრაფიკი; გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად; პატრული გაის ნაცვლად; დასავლეთი რუსეთის ნაცვლად; გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად; წესრიგი კრიმინალის ნაცვლად; რეფორმები უძრაობის ნაცვლად; აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად; პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად!

კიდევ ბევრი რამ! ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილო დღეს ციხეშია, ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება! საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ, ამისი ბოლომდე მჯერა!“, - წერს ნიკა მელია. 

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდა. საპროტესტო აქციებს 23 ნოემბერს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას! 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ფიცს“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 დღეს თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა

👉 „სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას წერტილი უნდა დაესვას“ - ბექა ბასილაია