მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას წერტილი უნდა დაესვას“ - ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, ამ სასამართლოს პირობებში მიღებული სასჯელები არალეგიტიმურია და შესაბამისად გაუქმებას უნდა დაექვემდებაროს.

ბექა ბასილაიას თქმით, სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას წერტილი უნდა დაესვას. 

„მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პატიმარი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური შურისძიება, რაც დადასტურებულია ყველაზე ავტორიტეტული, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის amnesty international-ის მიერ. 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე უნდა იყოს საუბარი. ჩვენი მოთხოვნაა, უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას წერტილი დაესვას. ვნახეთ ამ დღეების მანძილზე ქართული მართლმსაჯულება როგორ გამოიყურებოდა. ეს არ იყო სასამართლო პროცესები. ეს იყო სადამსჯელო ოპერაციების შესრულება. 

შესაბამისად ამ სასამართლოს პირობებში მიღებული სასჯელები არალეგიტიმურია და საერთოდ ეს სასჯელები უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ „მთავართან“ საუბარში.  

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 ობიექტურ სამედიცინო რჩევას და შემდგომ სამართლებრივ პროცესს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - კარლ ჰარცელი

⚫ საფრთხეები სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ ძალიან ბევრია - სანდრო ცისკარიძე სააკაშვილზე]