მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ადამიანს შესაძლოა, ეკლესიაში მოთავსება უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობად ექცეს, ვიდრე ციხის კედლებში“ - გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, მეუფე ნიკოლოზის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონასტერში გადაყვანასთან დაკავშირებით გამოთქმული ინიციატივა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. 

გარდა ამისა, ასეთი რამ კანონითაც რომ იყოს დაშვებული, მისი თქმით, ადამიანს ფსიქოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა, უფრო დაუმძიმდეს ეკლესიაში, ვიდრე ციხეში. 

„არ ვიცი, მეუფეს იდეები თუ უკავშირდება ეგზორციმზს, მაშინ შეიძლება ამაზე რაღაცა ფანტასტიკის სფეროდან ან რაკურსით ვიმსჯელოთ. თუნდაც ეს კანონით იყოს დაშვებული, ადამიანს შესაძლოა, ეკლესიაში მოთავსება უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობად ექცეს, ვიდრე ციხის კედლებში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ეპარქიაში გადაიყვანონ.