მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბექა ოდიშარია: ამ ორდენის დევიზია „ღირსება და სამშობლო“ - ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება ბიძინა ივანიშვილის განვლილ ცხოვრებისეულ გზას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

„ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს პრესტიჟულ ჯილდოს - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულს!

დიდი მადლობა ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ქართველი მეცენატის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის ღვაწლის, დაფასებისათვის!

ამ ორდენის დევიზია „ღირსება და სამშობლო“ - ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება მის განვლილ ცხოვრებისეულ გზას და მოღვაწეობას მრავალი მიმართულებით.

მომავალშიც ვუსურვებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ნაყოფიერ საქმიანობას და საერთო გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 პრეზიდენტ მაკრონის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ჯილდოს გადაცემა საქართველოს დიდი აღიარება და გამარჯვებაა