მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ექიმს ფულს ხალათში აღარ უკუჭავდი, დამარცხდა კორუფცია, კრიმინალი, ეს „ვარდების რევოლუციამდე“ წარმოუდგენელი იყო“ - მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მოვლენის შემდეგ საქართველომ, როგორც ქვეყანამ, მსოფლიო რუკაზე ადგილი დაიმკვიდრა. 

მელიას თქმით, 2003 წლის შემდეგ  ცხოვრება ბევრი მიმართულებით შეიცვალა.

„ქვეყანამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რუკაზე და ცხოვრება შეიცვალა ყველა მიმართულებით უკეთესობისკენ. მყისიერად გაჩნდა პერსპექტივა, კრიმინალი დამარცხდა, ის რაც ბევრს წარმოუდგენელი ეგონა 2003 წლის 23 ნოემბრამდე. 

დამარცხდა კორუფცია, რაც, ასევე, წარმოუდგენელი იყო აქამდე, ეტაპობრივად მარცხდებოდა სიღარიბე, უმუშევრობა, მატულობდა კეთილდღეობა. ქვეყნიდან ძალდატანებით წასული ემიგრანტები ბრუნდებოდნენ და განათლების სისტემაში ქრთამს არ იღებდნენ. 

ექიმთან, როდესაც მიხვიდოდი, მისთვის დამამცირებლად ფულს ხალათში არ ჩაუკუჭავდი. იმიტომ, რომ ელემენტარულად სალარო არ იყო, როდესაც „გაი“ აღარ იყო და მის ნაცვლად საპატრულო პოლიცია შეიქმნა, შესაბამისად პოლიციელს დღისით, მზისით, თავის ფორმაში ფულს აღარ უკუჭავდი. ეს ყველაფერი იყო 2003 წლის 23 ნოემბრამდე და მოდით, ვაღიაროთ ბევრი ამ ცხოვრების სტილს შეჩვეული იყო და არ აპროტესტებდა“, - განაცხადა მელიამ. 

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდა. საპროტესტო აქციებს 23 ნოემბერს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას! 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ფიცს“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 გია ვოლსკი - „ვარდების რევოლუციის“ ვარდები შეიცვალა ცოცხით, ყავარჯნიანი კაცით, მწამებელი გახდა ამ პოლიტიკური ძალის სიმბოლო