მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა ფუნდამენტური საკითხია

პრემიერ-მინისტრი 2020

„ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის ფუნდამენტური საკითხი, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების განვითარება მოხდეს ნებისმიერ სფეროში - ეს იქნება ბიზნესი, კულტურა, სპორტი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უსაფრთხო გარემოს მისაღწევად უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა.

„უსაფრთხო გარემოს მისაღწევად მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა, ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და რაც მთავარია - ყველა ამ მიმართულებით, როგორც შედეგი - სასჯელის გარდაუვალობა. ეს არის ძირითადი კომპონენტი, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს სრულიად სამართალდამცავი სისტემა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 კახიშვილი პრემიერს: ხომ არ ჯობს პენსიების მიღება ბევრად ხელმისაწვდომი გავხადოთ?

🔴 გახარია: ჩვენ შევძელით საკანონმდებლო დონეზე გაგვემყარებინა პენსიის ზრდა