მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გელათში უკვე რამდენიმე თვეა წყალი აღარ ჩაედინება და მიმდინარეობს შრობის პროცესი“ - თეა წულუკიანი

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი - Pia.ge

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში გელათის სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 

მისი თქმით, გელათთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთი თავად სამუშაოების პროექტი იყო, რომელშიც არაერთი გაუმართლებელი ცვლილება შევიდა. 

„2004-დან 2012 წლამდე ქვეყანამ შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც გულისხმობდა როგორც კედლის მხატვრობის კონსერვაცია - რესტავრაციას, პირველ რიგში არსებული სახურავის ახალი სახურავით ჩანაცვლებას. მაშინდელი სახურავი იყო თუნუქის, პროექტი კი გულისხმობდა მის კრამიტის სახურავით ჩანაცვლებას, რასაც როგორც ხსნიან, კრამიტი იმიტომ, რომ 2004-2008 წლებში გელათის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა კრამიტმა გვაჩვენა, რომ გელათი ოდესღაც გადახურული იყო კრამიტით. ასეთი ახსნა დამხვდა იმ სამსახურში, სადაც 2020 წლის მარტში მივედი. 

პრობლემა კომპლექსურია, რადგან პროექტი მრავალწლიანია და იოლი არ იყო იმის დადგენა, ვინ, როდის რა გადაწყვიტა და რატომ. პირველი პრობლემა იყო, რომ პროექტი 2012 წლამდე შეიცვალა არაერთხელ, ვფიქრობ არალეგიტიმური პროცედურებით, პროექტში სახურავზე რაც იყო დამტკიცებული, ჩაითვალა, რომ იყო ულამაზო. ბევრი ამგვარი კორექტირება შევიდა პროექტში. 

რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო 2010 წლიდან კედლის მხატვრობაზე და სახურავზე, სხვადასხვა დაფინანსებებით, მათ შორის უცხოური ორგანიზაციების დაფინანსებებით, თუმცა, ერთი და იმავე პირების ჩართულობით. 

გელათის პროექტის ავტორი გახლავთ, ბატონი კახა ტრაპაიძე, რომელიც მე რომ დავინიშნე, იყო სამხატვრო აკადემიის კანცლერი და მას შემდეგ მან დატოვა თანამდებობა, ოღონდ არ უშიმშილია და არც კომპენსაცია მოუთხოვია. როდესაც ავტორს ვეკითხებით, რატომ დაუშვა მან გაუარესებისკენ ცვლილებები, მას პასუხი არ ჰქონდა. 

ორგანიზაცია, რომელიც ადგილზე საქმიანობდა ასევე არის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, რომლის ხელმძღვანელია მაკა დვალიშვილი. როცა მას ვკითხეთ, რა იყო მისი ფუნქცია, მან გვიპასუხა, რომ ვციტირებ - „ფულის მოტანა“. თუმცა, შემდეგ როცა დოკუმენტაციაში ჩავიხედეთ, ვნახეთ, რომ ის ასევე იყო აღჭურვილი საზედამხედველო ფუნქციით.

უშუალოდ სამუშაოებს ახორციელებდა ვინმე ბატონი ხურცილავა, შპს „იკორთა 2007“. როცა ჩავედით, ჯერ კიდევ დეპუტატობის დროს, ვნახეთ, რომ არა მხოლოდ დამდგარი კატასტროფის მოწმე ვიყავით, არამედ გადახურვა, რომელიც დროებით მოეწყო, მას ისე ჰქონდა სხვადასხვა მილები გაკეთებული, რომ გარე ფასადს პირდაპირ ესხმებოდა წვიმის წყალი. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შპს ქმნიდა ძეგლისთვის ახალ პრობლემებს, რადგან ფასადზე უკვე ხავსმოკიდებული იყო არაერთი ქვა. დეპუტატებმა გავეცით რეკომენდაცია ძეგლთა დაცვის სააგენტოზე, რის შემდეგადაც მილების პრობლემა მოწესრიგდა, რამაც ძეგლს საშუალება მისცა დაეწყო შრობა. ახლა ყველა შიდა და საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება იმაზე, რომ გელათში უკვე რამდენიმე თვეა წყალი აღარ ჩაედინება და მიმდინარეობს შრობის პროცესი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

მისი თქმით, ძირითად ტაძარში მნიშვნელოვნად დაზიანებულია კედლის მხატვრობა, ასევე პრობლემაა კრამიტის ხარისხი, რომლითაც გელათის სახურავი გაკეთდა, თავისი დუღაბითურთ. 

მინისტრის წინასწარი შეფასებით, ტაძარზე გაკეთებული კრამიტის სახურავი 90%-ით მოსახსნელი იქნება.

„შედეგი რაც დაგვხვდა, გახლავთ იმას, რომ კედლის მხატვრობა ძირითად ტაძარში იყო დაზიანებული. ამას ადასტურებს იუნესკოს ეგიდით მოწვეული ექსპერტთა მისიაც და დროებითი გამაგრების სამუშაოებსაც აღმოაჩნდა სერიოზული პრობლემები და ეს აღმოჩნდა აქ, პარლამენტის დარბაზში, როცა მოვიწვიეთ ძეგლთა დაცვის სააგენტო და საუბარი იყო, რომ კრამიტი, რომელიც სახურავზე დაიგო, დაიგო ისე, რომ მას ექსპერტიზა არ ჩატარებია. ივნისში სამხარაულის ექსპერტიზამ დადო დასკვნა. სახურავზე დაგებულია რომ ე.წ. წითელი და ე.წ. თეთრი კრამიტი. 

თითქოს ლეგენდა ამბობდა, რომ თეთრი კრამიტი წუნიანია, მაგრამ წითელი კარგია. ექსპერტიზის თანახმად, არც ერთი კრამიტი არ უძლებს არც წვიმას და არც ყინვამედეგობის სტანდარტს. ასევე ჩავატარეთ ექსპერტიზა იმ დუღაბზე, რომელიც რომელიც მოთავსებულია ხის კონსტრუქციასა და კრამიტს შორის. ექსპერტიზამ ჩათვალა, რომ კირდუღაბში არის ძალიან ბევრი სილიციუმი. ანუ ეჭვი, რომ „იკორთა 2007“ არაბუნებრივი მასალებით ამაგრებდა ძეგლს, უსაფუძვლო არ იყო“, - განაცხადა მინისტრმა. 

ვშიშობ, თუმცა ამას დარწმუნებით ვერ განვაცხადებ, სანამ არ იქნება ეს დასკვნა, ის კრამიტის სახურავი რომელიც ძირითად ტაძარზე არის მოწყობილი, ე.წ. დუღაბითურთ, თავის დროზე იქნება მოსახსნელი. სახურავი 90%-ით მოსახსნელი იქნება, ეს არის უმძიმესი როგორც მორალურად, ისე ფსიქოლოგიურად და კიდევ უფრო რთულია ტექნიკურად.

კვლევები უნდა გაგრძელდეს იმაზე, შეგვიძლია თუ არა სახურავის მოხსნა ისე, რომ კედლის მხატვრობამ ეს აიტანოს, რათა ვიბრაციამ ფრესკები არ დააზიანოს. და როდესაც საუბრობთ ბოქლომზე, გეტყვით, რომ გელათი დაბოქლომებული არაა, ის ღიაა, უბრალოდ იკეტება იმ დროს, როდესაც იქ შესაბამისი სპეციალისტები მუშაობენ, იმიტომ, რომ ზოგიერთი ტელევიზიების წარმომადგენლები მიუვარდებიან ხოლმე და აქვთ მცდელობა ხარაჩოებზე ავიდნენ და შეუძლებელია, რომ როგორც დერეფნებში დარბიან, ისე ირბინონ იქ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔴 რა ხდება ამ ეტაპზე გელათში? ისევ თუნუქით არის გადახურული? - ელისაშვილი თეა წულუკიანს

🔴 „ვიტირო თუ ვიცინო არ ვიცი, ეს არის დილეტანტიზმი და არაპროფესიონალიზმი“ - თაკო ჩარკვიანი თეა წულუკიანს მიმართავს